18 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
ხელისუფლების მხრიდან, ძალადობის დამგმობი არცერთ განცხადება არ გაკეთებულა - ბოკერია ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე

თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისა და ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკოსები უმრავლესობის წევრებს აკრიტიკებენ. 

გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლების მხრიდან, მომხდარი ძალადობის დამგმობი არცერთი განცხადება არ გაკეთებულა. 

"ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ძალადობის დამგმობი არცერთ განცხადება არ გაკეთებულა. თვითონ მონაწილეებმა იტრაბახეს ვციტირებ ამ "ფარჩაკული" საქციელით. პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ, ვინც საკრებულოში არიან, ორი სიტყვა თქვეს, რომ ეს საქციელი არ მოსწონდათ, მაგრამ ამავდროულად მთლიანად გაამართლეს ის სამარცხვინო ქმედება და მსხვერპლი გაამტყუნეს.

ყველას უნდა ესმოდეს, როდესაც ქარს დათესავ, ქარიშხალს იმკი. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ტალღა არ გაღრმავდეს,"- განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე, გამოძიება შს სამინისტრომ ძალადობის მუხლით დაიწყო.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამ წუთებში გამოკითხვაზე ძველი თბილისის სამმართველოში იმყოფება.

დღის ამბები