18 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
პოლიტიკური კულტურის სერიოზული კრიზისი - არასამთავრობო სექტორი საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე

საკრებულოში გუშინ მომხდარი დაპირისპირებისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტის დროული და ადეკვატური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ასეთი შემთხვევების რეაგირების გარეშე დატოვება, ქვეყანაში არსებულ დაუსჯელობის სინდრომს კიდევ უფრო ამძაფრებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი, უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ძალის გამოყენებით საკითხების გადაწყვეტა პოლიტიკური კულტურის სერიოზულ კრიზისზე მიანიშნებს:

"სამწუხაროა, რომ ძალადობის ფაქტები ხდება, იმედი მაქვს, რომ ასეთი კონკრეტული ფაქტები იქნება გამოძიებული და ნებისმიერი დამნაშავე ვინც არ უნდა იყოს ის, იქნება დასჯილი.  ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის სერიოზული კრიზისია და რეალურად ძალის გამოყენებით ხდება გარკვეული საკითხების გადაწყვეტის მცდელობა და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რასაც ადგილი ჰქონდა საკრებულოში," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები