18 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
კონგრესმენები წერილებით ქართველ ხალხს გვეუბნებიან, რომ თუ არ ვიმოქმედებთ, ქვეყანას დავკარგავთ - ანა ნაცვლიშვილი

მორიგი კრიტიკული წერილი ვაშინგტონიდან - "რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი საქართველოს ხელისუფლებას მოახლოებულ 2020 წელს და დაპირბულ საარჩევნო რეფორმას.  

"ბოლო ნიშნული, სადამდეც ჯერ კიდევ გაფრთხილების წერილებია და ჩვენი პარტნიორები ითმენენ, ეს გახლავთ 2020 წლის არჩევნები. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველო არ დამარცხდეს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამისათვის ყველაფერს აკეთებენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები ასევე, ჩვენი პარტნიორები ხელისუფლების გარდა," - აღნიშნა, "რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით კი, ამ წერილით ამერიკელი კონგრესმენები ბრძოლას უკვე ქართველ ხალხს მოუწოდებენ. 

"ძალიან კარგად იციან ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, რომ გადაწყვეტილებებს სამწუხაროდ არ იღებენ სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის პრემიერი. ამ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი, რომელსაც არანაირი კონსტიტუციური ანგარიშვალდებულების მექანიზმი არ ბოჭავს, ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. თუმცა, ჩემი რწმენით წერილები მიმართულია პირდაპირ ქართველი ხალხისაკენ. ამით გვეუბნებიან, რომ თუ არ ვიმოქმედებთ, ქვეყანას დავკარგავთ,"- განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა. 

დღის ამბები