18 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში დაშავებული 25 წლის ლევან ჯახიას ოჯახი დახმარებას ითხოვს

კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში დაშავებული 25 წლის ლევან ჯახიას ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სამშენებლო სამუშაოების დროს, ხარაჩოდან ჩამოვარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო.

25 წლის ლევან ჯახიას თავის არეში ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. ჯიხია ამ ეტაპზე, ლიმასოლის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციაშია მოთავსებული, ის ხელოვნურ კომაშია.

როგორც "კურიერთან" ოჯახის წევრები ამბობენ, მისი მკურნალობა ყოველდღიურად ათასობით ევროს მოითხოვს, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. შესაბამისად, ისინი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ.

შემთხვევა 21 იანვარს მოხდა. ლევან ჯახია ორი წელია კვიპროსში ცხოვრობს.

დღის ამბები