18 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
გადაადგილების შესაძლებლობა შეღავათია - ქეთევან ციხელაშვილი ახალგორის ე.წ საზღვრის 10 დღით გახსნაზე

140 დღიანი იზოლაციის დროებით დასრულებას, სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში ეხმაურება. ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ახალგორის ე.წ საზღვრის 10 დღით გახსნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ახლობლების მონახულებისა და პენსიის აღების საშუალებას მისცემს.

ე.წ. საზღვარი გუშინ 10 დღით, 2 თებერვლამდე გაიხსნა. ჰუმანიტარული კრიზისი, მედიკამენტების დეფიციტი და გაძვირებული პროდუქტი - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ.

"არის გარკვეული მოძრაობა და გადაადგილების შესაძლებლობა, ეს ძირითადად პენსიონერებს ეხებათ, რომელთაც ოჯახების ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში  - წეროვანში ჰყავთ. ასეთი ზომაც კი, წარმოიდგინეთ და უდიდესი შეღავათია მათთვის, რადგან ისინი უკვე 5 თვის განმავლობაში არიან ფაქტობრივ ტყვეობაში ჩაკეტილები," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა. 

დღის ამბები