18 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
კორონავირუსით ჩინეთში 56 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთში ახალი კორონავირუსით უკვე 56 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულია 2 ათასზე მეტი ადამიანი, მათგან 300-ზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია.

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსით სავარაუდოდ 2 700-მდე ადამიანია კიდევ დაავადებული, თუმცა მათი დიაგნოზი საბოლოოდ ჯერ დადასტურებული არ არის.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქალაქ უხანიდან, სადაც ეპიდემია სწრაფად ვრცელდება, საკუთარი დიპლომატებისა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ქალაქიდან მოქალაქეების გაყვანას გეგმავს საფრანგეთი, იორდანია, რუსეთი, ბრიტანეთი და სამხრეთ კორეა.

იზრდება კორონავირუსის გავრცელების არეალი.

პირველი ინფიცირებული გამოავლინეს კანადაში. მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროდან ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის შვიდი მოქალაქეა ჰოსპიტალიზებული. ეპიდემიის გამო იზოლაციაში რჩება ქალაქი უხანი, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანების გარდა ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დღის ამბები