თურქეთში მაშველებმა კიდევ ერთი გარდაცვლილი ნანგრევებიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს. მაშველებს იმედი ჰქონდათ, რომ ამჯერად მის გადარჩენას შეძლებდნენ, რადგან ნანგრევებიდან ადამიანის ხმა ესმოდათ, თუმცა, მოლოდინის მიუხედავად, მაშველებს ნანგრევების ქვეშ უკვე გარდაცვლილი ქალი დახვდათ.
გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია - ის 65 წლის ქალბატონია, რომლის ძებნაც მაშველებმა 5 საათის წინ, მისი ხმის გაგებისთანავე, დაიწყეს.
"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ 65 წლის ქალი მიწისძვრის დროს ქმართან და შვილთან ერთად საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. შვილი სტიქიას გადაურჩა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ქმარს ამ დრომდე მაშველები ნანგრევებში ეძებენ.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ადგილზე იმყოფებოდნენ და სამუშაოებს ადევნებდნენ თვალს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიწისძვრის ეპიცენტრში ისევ ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.