18 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
ეკლესიაში კანონისა და სამართლის მიმართ სრული იგნორირება ხდება - მამა ანდრია სარია

მამა ანდრია სარია ისევ პატრიარქის გადაწყვეტილების მოლოდინშია. დასჯილი სასულიერო პირი ითხოვს, პირადად პატრიარქისგან მოისმინოს განმარტება, რატომ შეუჩერეს მას მღვდელმსახურების უფლება.

ანდრია სარია ფიქრობს, რომ საპატრიარქომ ის ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრის გამო დასაჯა.

"მე დღესაც ველოდები პასუხს, უარიც კი პასუხი იქნება ჩემთვის. რაც ეს პროცესები დაიწყო, ჩვენ ვცდილობდით კანონიკური სამართლით მოგვეგვარებინა სხვადასხვა საკითხი. დავინახეთ, რომ ეკლესიაში კანონისა და სამართლის მიმართ სრული იგნორირება ხდება," - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

შეხვდებიან თუ არა უწმინდესი და სარია, ამაზე განმარტებას საქართველოს საპატრიარქო არ აკეთებს.

დღის ამბები