ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მისი ოჯახის ინფორმაციით, სასულიერო პირის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, დაპატიმრებული გიორგი მამალაძე საპატრიარქოს მძევალია და იმ პირების მსგავსად ისჯება, რომლებიც საპატრიარქოში არსებულ მწვავე პრობლემებზე ღიად საუბრობდნენ.
"დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. პარალიზებული ფეხი ორი სანტიმეტრით აქვს დამოკლებული. ილია მეორემ იცის, რომ ჩემი ძმის გათავისუფლების შემთხვევაში, ის კერპი, რაც ამ წლების განმავლობაში მის მიმართ არის შექმნილი, დაიმსხვრევა," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.