18 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
შევეცდები გავერკვე დეტალებში - მეუფე გრიგოლი ანდრია სარიასთვის მღვდელმოქმედების აკრძალვაზე

"მე აუცილებლად დავინტერესდები და შევეცდები გავერკვე დეტალებში," - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმოქმედების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.

"მე აუცილებლად დავინტერესდები და შევეცდები გავერკვე დეტალებში. მე არა ვარ არასამთავრობო ორგანოს წარმომადგენელი, არც დამოუკიდებელი ექსპერტი, მე თვითონ ამ ინსტიტუციის წარმომადგენელი ვარ, ეკლესიისა და ბუნებრივია, ჩემი მხრიდან ასეთი დაპირისპირების ფორმატში საუბარი არ იქნებოდა სწორი, თუმცა, რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რაც ადამიანებს არ მოსწონთ და შეიძლება მეც ასევე რაღაც არ მომწონდეს. მე ვეცდები, კონკრეტულად ამ საკითხით დავინტერესდე და გავარკვიო," - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

თავის მხრივ, მამა ანდრია სარია ისევ პატრიარქის გადაწყვეტილების მოლოდინშია. დასჯილი სასულიერო პირი ითხოვს, პირადად პატრიარქისგან მოისმინოს განმარტება, რატომ შეუჩერეს მას მღვდელმსახურების უფლება.

 

დღის ამბები