18 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
შოთაძე მნიშვნელოვანი კონკურენტია, თუმცა სხვა ღირსეული კანდიდატებიც არიან - გენპროკურორობის კანდიდატი

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურობის კანდიდატს ვიქტორ ახალბედაშვილს უსმენს.

როგორც ახალბედაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება 2005 წლიდან აქვს.

გარდა ამისა, ვიქტორ ახალბედაშვილი იმედოვნებს, რომ პროცესი ობიექტურად წარიმართება.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა მისთვის მთავარი კონკურენტი ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ახალბედაშვილმა განაცხადა, რომ შოთაძე მნიშვნელოვანი კონკურენტია, თუმცა სიაში სხვა ღირსეული კანდიდატებიც არიან.

"ირაკლი შოთაძე არის მნიშვნელოვანი კონკურენტი, თუმცა სხვა ღირსეული კანდიდატებიც არიან.

მე მაქვს საბჭოს ობიექტურობის იმედი, ასევე ჩემი კვალიფიკაციის, ცოდნის და უნარ-ჩვევების იმედი. მაქვს მოლოდინი, რომ შევძლებ ღირსეულად წარვდგე საბჭოს წინაშე და ყოველივე ეს მაძლევს მოლოდინის იმედს, რომ თუნდაც რთული კონკურენციის პირობებში მომეცემა შესაძლებლობა, შედეგიანად ვიასპარეზო," - აღნიშნა ვიქტორ ახალბედაშვილმა.

გენერალური პროკურორობის კანდიდატების ინდივიდუალური მოსმენა დაიწყო. საპროკურორო საბჭო დღეს პაატა გაბელაიასაც მოუსმენს. გასაუბრება ყველა პირთან ინდივილუალურად ჩატარდება და პროცესი საჯარო იქნება. სულ წარდგენილი 17 პირიდან ამ დროისთვის 16 მსურველია, რადგან ერთმა კანდიდატურა ირაკლი შოთაძის სასარგებლოდ მოხსნა.

დღის ამბები