მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც მოაქცია ქალმა, - ამის შესახებ კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა მრევლს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა.
"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს არის სასწაული. მართლმადიდებელი ეკლესიებს შორის ერთადერთია საქართველოს ეკლესია, რომელიც მოაქცია ქალმა. წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის. არის დაწერილი დაუჯდომელი წმინდა ნინოსი, მაგრამ არ იყო დაწერილი საგალობელი დაუჯდომელის. იყო ერთი შემთხვევა, რომ მოვინახულე წმინდა მცხეთის მონასტერი, იქ ბრძანდებოდა დედა, ჩემი ნათლია და ვლაპარაკობდით ჩვენ, რომ არ არის საგალობელი დაუჯდომელისა. წმინდა ნინომ ინება და 5 წუთში დავწერე ეს საგალობელი. სასწაული მოხდა და ეს იქნება მეორედ მოსვლამდე და მეორედ მოსვლის შემდეგაც. ამიტომ მე მინდა, რომ ჩვენ ერთად ვიგალობოთ ეს საგალობელი. გეძლევათ კურთხევა, ყოველ დღე იგალობოთ ეს საგალობელი და წმინდა ნინო იქნება თქვენი მფარველი," - აღნიშნა ილია მეორემ.