ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. მას დღესვე, საქართველოს კვოტით, ვიცე-პრეზიდენტად აირჩევენ. გარდა ამისა, ასამბლეაზე სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. მინისტრი ამბობს, რომ აქცენტს გააკეთებს ოკუპირებული ტერიტოროების შესახებ.
"როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, მე პირველ რიგში ვალდებული ვარ, რომ თავმჯდომარის პრიორიტეტებზე ვისაუბრო. ხოლო რაც შეეხება ეროვნული პოზიციიდან, მე ეროვნული პოზიციიდანაც მექნება შესაძლებლობა, რომ აქცენტები გავაკეთო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუმცა მე შეზღუდული ვარ ამ ორგანიზაციის წესდებით, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, უფრო ფართოდ მოვიცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, მაგრამ ამისთვის, ჩვენ ხვალ გვექნება შესაძლებლობა, როდესაც პრეზიდენტი მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და სწორედ პრეზიდენტი ისაუბრებს უკვე ეროვნული პოზიციიდან, მას ექნება ყოვლისმომცველი დაფარვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.