თურქეთის ქალაქ სივრიჯში, რომელიც 24 იანვრის ღამით მიწისძვრის ეპიცენტრი იყო, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. ძლიერი ბიძგების კვალი ეტყობა მეჩეთსაც. დამანგრეველი მიწისძვრის დროს 6.8 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები 7 მეტრის სიღრმეში იგრძნობოდა.
სივრიჯში სტიქიის შედეგად დაახლოებით 70-მდე სახლი დაზიანდა, თუმცა ზარალის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
სივრიჯში სტიქიის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა არიან დაშავებულები. ის ადამიანები კი ვისი სახლებიც დაზიანდა, კარვებში, სპეციალურ თავშესაფარში არიან გადაყვანილი.