ამერიკის შერთებული შტატების კონგრესმენების მიერ საქართველოში გამოგზავნილ წერილებს და მასში გამოხატულ შეშფოთებას, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი კიდევ ერთხელ ეხმაურება.
"რაც შეეხება კონგრესმენების წერილს, ისინი არიან ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, შესაბამისად დეტალური ინფორმაციისთვის მათ უნდა მიმართოთ. მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოში დგას ძალიან მნიშვნელოვანი წელი.
ეს არის კარგი შანსი, საქართველომ გააძლიეროს და განამტკიცოს დემოკრატია, ვგულისხმობ დიალოგს, რომელიც მმართველ გუნდს და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს და საარჩევნო რეფორმების განხორციელებას ეხება, რაც უზრუნველყოფს, არჩევნები იყოს უფრო გამჭვირვალე, ღია და ასევე იყოს პროპორციული და პლურალისტური წარმომადგენლობა,"-აცხადებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი.