18 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ყველას მოვუწოდებ არ აყვნენ პროვოკაციას - კალაძე ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე

"ყველას მინდა მოვუწოდო, მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ აყვნენ პროვოკაციას," - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, ლევან ხაბეიშვილსა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

კალაძის შეფასებით, ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია.

"გამოძიებაც დაწყებულია, რეაგირებაც მოჰყვა ჩემი მხრიდან. მიუღებელია ჩემთვის ძალადობა, მიუღებელია ადამიანების სიტყვიერი შეურაცხყოფა. შეიძლება გქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, შევდივართ პოლემიკაში, დებატებში - ეს ნორმალურია, პოლიტიკური პროცესის ნაწილია, მაგრამ ადამიანს მიაყენო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეს კატეგორიულად მიუღებელია.

ყველას მინდა მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ აყვნენ პროვოკაციას," - აღნიშნა კახა კალაძემ.

24 იანვარს საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

დღის ამბები