ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე წუხელ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, 8 წლის ბავშვს და მის ბაბუას, ავარიის დროს ტროტუარზე ავარდნილი ავტომობილი დაეჯახა.
"ბაბუა და შვილიშვილი იდგნენ, როგორც ჩანს მარშუტკას ან მანქანას ელოდებოდნენ. უცბათ შემოვარდა მანქანა, ორივე ერთმანეთს დააჯახა და შემდეგ კედელს მიაჭყლიტა," - აცხადებს თვითმხილველი ჯემალ სახელაშვილი.
ექიმის ინფორმაციით, გარდაცვლილი მძიმეა ბავშვის ბაბუის ჯანმრთლობის მდგომარეობაც.
"ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მოიყვანა 70 წლის მამაკაცი. მდგომარეობა მძიმეა, ამ ეტაპზე პაციენტი მიმღებ-გადაუდებელ დეპარტამენტში იმყოფება," - განაცხადა მორიგე ექიმმა ლელა წარიამ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.