18 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი იწყება

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში დღეს იწყება.

სალომე ზურაბიშვილი, როგორც სახელმწიფოს მეთაური და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, სიტყვით გამოვა და საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

"დარწმუნებული ვარ, განსახილველი საკითხებიდან უმნიშვნელოვანესი არის ის, რაც გვაწუხებს და რაც ამ ფორმატისთვის პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის - ეს რა თქმა უნდა არის ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დარღვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ განცხადებას,  სწორედ ამაზე გააკეთებს," - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ.

დღის ამბები