18 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება მოგვიწევს - ნათია თურნავა

"ვფიქრობ, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს," – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ჯანდაცვისა და სხვა უწყებები ერთიან საკოორდინაციო ჯგუფში არიან ჩართულნი და ყველაფერი კეთდება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით აუცილებელი პრევენციული ღონისძიებების გატარებისთვის.

"პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ლიდერობა ამ პროცესზე, მაგრამ ყველანი ვმონაწილეობთ. ხორციელდება სკრინინგი ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე და ჩვენც ვართ ჩართული, თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად. ჩვენ ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება მიიღება, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ," – განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები