ჩინური დროშის ქვეშ მცურავი გემი დღეს ფოთის პორტში შევა. ცნობილია, რომ ეკიპაჟის წევრები ხომალდის დატოვებას არ აპირებენ, მიუხედავად ამისა კორონავირუსთან დაკავშირებით ისინი სპეციალურ შემოწმებას მაინც გაივლიან.
მცურავი საშუალება ფოთის პორტის აკვატორიაში უკვე მეორე დღეა იმყოფება. ის რუმინეთიდან შემოვიდა. პორტის სანიტარულ ინსპექციაში ამბობენ, რომ დეკლარაციით, გემზე რაიმე დაავადების მატარებელი პირი არ იმყოფება. ხომალდი ფოთში გაჩერებას 3-4 დღის განმავლობაში აპირებს.
"ფოთის საზღვაო აკვატორიაში შემოვიდა ჩინური გემი, რომელიც შემოვიდა რუმინეთიდან. ეკიპაჟის წევრები არიან ჩინელები. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ აპირებენ დატოვონ გემი. ჩვენ კოორდინაციაში ვიმყოფებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან. შესაბამისად, ჩვენ ვმოქმედებთ პროტოკოლის შესაბამისად,“ - განაცხადა ფოთისა და ყულევის პორტების სანიტარული სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის ეპიდემიოლოგმა, სულხან მაჭარაშვილმა.