18 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
დაპირისპირება პარლამენტთან - მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა

მალხაზ მაჩალიკაშვილი, ცოტა ხნის წინ, შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. მომხდარ ფაქტს წინ უძღოდა მისი საკანონმდებლო ორგანოში შესვლის მცდელობა, თუმცა მაჩალიკაშვილს პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს.

ამ წუთებში ის, სასწრაფო დახმარების მანქანაშია მოთავსებული, სადაც პირველადი დახმარება უტარდება.  

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს, საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგის გამართვა სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. 

დღის ამბები