18 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
ცარიელი თვალებით, რეჟიმის სახედ ხართ ქცეული - თინა ბოკუჩავა პარლამენტის დაცვის წარმომადგენელს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილებას თინა ბოკუჩავა უსამართლობას უწოდებს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად დილიდან პარლამენტში შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს. 

"მიიყვანეს ეს ადამიანიც სიკვდილის პირას, ესეც უნდა მოკლან? ესეც თავის შვილის გზას უნდა დააყენოს რეჟიმმა? წარმოუდგენელი უსამართლობაა. ვაპირებ, რომ შევიდე და ვნახო. ან თალაკვაძე ვნახო და მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეუშვას ადამიანი, რომ ჩავატაროთ ბრიფინგი. ამისთვის მოვედით. რატომ აგდებენ ესეთ მდგომარეობაში, რისი გულისთვის?"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტთან, თინა ბოკუჩავამ საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრები გააკრიტიკა. 

"ზიზღით ნუ იყურები აქეთ. სამარცხვინო და საზიზღარია, რასაც გავალებთ რეჟიმი. პირდაპირ გეუბნებით თქვენ. სხვები, სხვათა შორის, თქვენნაირი ცინიზმით არ არიან შეპრყობილნი და თქვენ შემიმჩნევიხართ ყოველთვის ასეთ დროს, აი ესეთი ცინიკური გამომეტყველებით იყურებით. ცარიელი თვალებით. რეჟიმის სახედ ხართ ქცეული," - მიმართა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის დაცვის წარმომადგენელს.

მალხაზ მაჩალიკაშვილს, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან, თინა ბოკუჩავასთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში, პროკურატურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგის გამართვა სურდათ, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მათ პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე 

 

 

დღის ამბები