ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჩინური კორონავირუსი ხელახლა შექმნეს - ამის შესახებ BBC-ს რუსული ონლაინ გამოცემა წერს.
ავსტრალიელი მეცნიერები პირველები გახდნენ, ვინც ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის შექმნა ხელახლა შეძლეს.
მეცნიერები ამას მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევენ, რადგანაც მათი თქმით, ხელახლა შექმნილი ვირუსის დახმარებით, ვირუსის დიაგნოსტიკა და მისგან განკურნება გახდება შესაძლებელი. მეცნიერებმა, კორონავირუსის ნიმუში პარასკევს მიიღეს.
"ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვემზადებოდით მსგავსი მიღწევისთვის და სწორედ ამიტომ, შევძელით პასუხის მიღება ასე სწრაფად," - აღნიშნა პიტერ დოერტის ინფექციისა და იმუნიტეტის უნივერსიტეტის ექიმმა, მაიკ კეტონმა.
მეცნიერები ხელახლა შექმნილი კორონავირუსის ასლის გაგზავნას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) გეგმავენ იმ იმედით, რომ მათი აღმოჩენა ვირუსის დიაგნოსტიკასა და კორონავირუსის მკურნალობის საერთო ძალისხმევას ხელს შეუწყობს.