18 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
რუსთავში ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზი თვითნებურად მიერთებული დანადგარი გახდა

ოჯახს, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვით, ე.წ. CO-თი ცოლ-ქმარი გარდაიცვალა, გაზის მიწოდება დარღვევების გამო, შეწყვეტილი ჰქონდა და აკრძალული დანადგარები თვითნებურად დააერთეს. ამის შესახებ განცხადება "სოკარ ჯორჯია გაზის“ რუსთავის სერვის ცენტრის მენეჯერმა განაცხადა.

"გვაქვს სათანადო აქტი, დოკუმენტი, სადაც წერია, რომ იქ გაზის მიწოდება შეწყვეტილია, არასწორად არის დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის არის სახიფათო. მაგრამ თვითნებურად აქვთ მიერთებული და განაგრძობდნენ ხმარებას,“ - ამბობს გელა წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილები ცოლ-ქმარი არიან. გარდაცვალების სავარაუდო ვერსიად ბუნებრივი აირის ნამწვით, ე.წ. CO-თი ინტოქსიკაცია სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, წყლის გამაცხელებელი გარდაცვლილების საძინებელ ოთახთან ახლოს იყო დამონტაჟებული.

დღის ამბები