18 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
დეტალურად ვაკვირდებით ყველაფერს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, "რუსთავი 2"-ის კითხვას პასუხობს.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი აცხადებს, რომ ევროსაბჭო ინფორმირებულია, რომ ჰუმანიტარული თვალსაზრისით, რეგიონში ვითარება საგანგაშოა და ეს საკითხი ორგანიზაციის დღის წესრიგიდან არ იხსნება.

"საქართველოს ოკუპაციისა და კონფლიქტის თემა გენერალური მდივნის ანგარიშებში მუდმივად ხვდება. ჩვენ დეტალურად ვაკვირდებით ყველაფერს, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საკითხი კომიტეტის თავმჯდომარეების დონეზე ყოველ 6 თვეში ერთხელ განიხილება. გენერალური მდივნისა და ევროპის საბჭოს მხრიდან ეს, ერთგვარი პასუხია რომ ოკუპაციის თემა დღის წესრიგში რჩება. ვაპირებ ამ პრაქტიკის გაგრძელებას, რაზეც თბილისში ვიზიტისას  მაღალი რანგის შეხვედრებზეც ვისაუბრე," - განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.

დღის ამბები