18 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
რა აქვს მეუფე იაკობს ისეთი, რომ აშანტაჟებს სახელმწიფოს და ეკლესიას?! - მამა ანდრია სარია სინოდს წერილით მიმართავს

მამა ანდრია სარია, იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ეკლესიაში წლების განმავლობაში ხდებოდა სინოდს წერილობით მიმართავს. ანდრია სარია სინოდისგან გაფართოებული კრების ჩატარებასა და პრობლემების სიღრმისეულ განხილვას მოითხოვს.

მამა ანდრია სარია, ასევე, ინტერესდება მეუფე იაკობის ძველი განცხადებებით, რომელიც მთავრობის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატების არსებობას გულისხმობდა.

"რა აქვს მეუფე იაკობს ისეთი, რომ აშანტაჟებს სახელმწიფოს, აშანტაჟებს ეკლესიას და ვერავინ პასუხს ვერ სცემს. საზოგადოებამ იცოდეს ამ ღია წერილით, კიდევ ერთხელ დეტალურადაა აღწერილი, რომელიც კანცელარიის თავმჯდომარესთან დარეგისტრირდება, სინოდის ყველა წევრს დაურიგდება, რომ სინოდზე მოხდეს უკანონობის და ყველა იმ დაურეგისტრირებელი წერილების განხილვა,"- განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

დღის ამბები