ყაზბეგიდან ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ
30-01-2020 15:42
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყაზბეგიდან ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ, რომელთაც ვირუსის ნიშნები აქვთ. აქედან ორი მცირეწლოვანი ბავშვია.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, აქვთ თუ არა ექიმებს ეჭვი კორონავირუსზე.