18 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
ხმაური ბათუმის საკრებულოში - ენმ-მ ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა

ხმაური ბათუმის საკრებულოში - "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა, რის შემდეგაც, პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. ავტონომიის მთავრობას თავმჯდომარე სწორედ იმიტომ ჰყავს, რომ მასთან კონსულტაციები განხორციელდეს.  

 

 

 

დღის ამბები