საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობა შეაჯამა. მისი განმარტებით, ქართული პროდუქციის წარმოება გაზრდილია.
"2020 წელი ძალიან აქტიური იქნება, ჩვენ გავაგრძელებთ საგრანტო დაფინანსებას, ეს იქნება თანადაფინანსება სხვადასხვა კერძო ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ეს უკავშირდება როგორც სასოფლო სამეურნეო საქმიანობას, ასევე სოფლის განვითარების სხვა ელემენტებს, როგორიც არის ტურისტული მიმართულებები, ნარჩენების მართვა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება," - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.