18 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
20 კგ-მდე მარიხუანას კულტივაცია - ბრალდებულ ავთო მეტრეველს 4 წლით პირობითი სასჯელი და ფულადი ჯარიმა შეეფარდა

ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დიდი რაოდენობით მარიხუანას კულტივაციის საქმეზე ბრალდებულ ავთო მეტრეველის პროცესი გაიმართა. პროცესზე მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 4 წლით პირობითი სასჯელი და 4000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა. 

საქმე ეხება 20 კგ-მდე მარიხუანას კულტივაციას, რომელზეც ბრალდებულს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. 

სხდომას ზურა ჯაფარიძე და "გირჩის" წევრები ესწრებოდნენ. ზურა ჯაფარიძის თქმით, დღეს მათ გაიმარჯვეს და პატიმრობის ნაცვლად მიაღწიეს შეთანხმებას. მისი თქმით, ამ ქვეყანაში ადამიანები მარიხუანას კულტივაციისა და მოხმარების გამო არ უნდა ისჯებოდნენ.   

დღის ამბები