თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 24 წლის მამაკაცი, რომელიც ჩინეთიდან დაბრუნდა და ტემპერატურის მომატება აღენიშნება.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
"მოგვმართა 24 წლის მამაკაცმა, ქართველმა, რომელიც მუშაობს ჩინეთში, ის აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა, მას ჰქონდა ტემპერატურის მომატება და მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში," - განაცხადა ცერცვაძემ.
დღესვე სამედიცინო დაწესებულებაში გუდაურიდან ჩინეთის 9 მოქალაქე ვირუსის ნიშნებით გადმოიყვანეს, ვირუსის ტიპი ლაბორატორიული კვლევების შედეგად დაზუსტდება.