გურჯაანში ხანძრის შედეგად 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დაშავდა. ცეცხლი სოფელ ზეგაანში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელ სახლს გვიან ღამით გაუჩნდა.
სახლის მეპატრონემ შენობიდან გამოსვლა ვერ მოასწრო და სხეულის ძლიერი დამწვრობა მიიღო. ის ჯერ გურჯაანის, შემდეგ კი თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ხანძრის მიზეზად გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება. ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო ბრიგადა.