ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული კრიტიკული წერილების საპასუხოდ, სახელისუფლებო გუნდი გზავნილების ადრესატებთან პირისპირ შეხვედრისთვის ემზადება.
ცნობილია, რომ თებერვალში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შტატებში გაემგზავრება და შეხვედრებს იმ საკითხებთან დაკავშირებით გამართავს, რაზეც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილებში იყო საუბარი.