31 იანვარს და 1 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.