18 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" პროვოცირების რეჟიმზეა გადასული, მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს - ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" პროვოცირების რეჟიმზეა გადასული.

ოხანაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე "ქართული ოცნების" წევრებსთვის  ბრალი წარდგენას გამოეხმაურა.

"ჩვენ ყველა ვადევნებდით თვალ-ყურს, როგორი პროვოკაციების ფონზე მიმდინარეობდა ეს სხდომა. ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტული შედეგი დადგა. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და პროკურატურა რა რეაგირებას განახორციელებს, ეს მათი კომპეტენციაა. ხედავენ ისინი დანაშაულის ნიშნებს თუ ვერ ხედავენ, ეს მათი კომპეტენციაა, მათ უნდა იმსჯელონ, მე დამატებით შეფასებას ვერ გავაკეთებ.

"ნაციონალური მოძრაობა" პროვოცირების რეჟიმზეა გადასული, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მოაწყოს პროვოკაციები და ამასთან დაკავშირებით, მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.მუხლი, რომლითაც გამოძიებაა დაწყებული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ასევე თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
დღესვე, პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული ლევან ხაბეიშვილიც. წინასწარ ცნობილია, რომ მისი კიდევ ერთხელ დაბარება უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ზარქუას ჩვენებას უკავშირდება, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის წევრი თავდასხმაში დაადანაშაულა. არ არის გამორიცხული, რომ საგამოძიებო ნაწილში ბრალი "ნაციონალური მოძრაობის" წევრსაც წარედგინოს.

დღის ამბები