18 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
საქართველო მზად არის, დღეიდან კორონავირუსზე ზუსტი დიაგნოზის დასვას და სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც დაეხმაროს - პაატა იმნაძე

საქართველო მზად არის, დღეიდან კორონავირუსზე ზუსტი დიაგნოზის დასვას. ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა ახალ ვირუსზე ზუსტი დიაგნოზი დასვას და დახმარება საქართველოს მოქალაქეების გარდა, სხვასაც გაუწიოს. 

"აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ახლა ჩვენ ევროპის რეფერალური ცენტრი ვხდებით, მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები ამ კუთხით, ჩვენს ლაბორატორიას აღიარებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიურო. ამიტომ, ჩვენც შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ სხვებს, რა თქმა უნდა, თუ დასჭირდებათ," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, ბოლო ორი პასუხი ნიდერლანდებიდან ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. 4-ივე მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში რჩება. ქვეყანაში ამ დროისათვის ჩინური ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები