თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, გიორგი ჯოჯიშვილს ადვოკატი კი 5000-ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
"სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ჯოჯიშვილს შეუფარდა პატიმრობა. სამშენებლო მასალას თანხაში გამოხატული არის 9 ათას 200 ლარი დაახლოებით, თუმცა ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზიანის სრული ოდენობის განსაზღვრა, გამოძიება ამოწურული არ არის. ვარაუდია იმისა, რომ აღნიშნული ზიანი შესაძლოა გაიზარდოს. რაც შეეხება პირებს, არიან მათი თანამშრომლები, რომელთა მეშვეობითაც იგი ახორციელებდა ქონების მითვისებას," - განაცხადა პროკურორმა, დავით კვინიკაძემ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 მარტს დაინიშნა.