სასტუმრო "რედისონში" კიბოსთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად შეხვედრა გაიმართა. საუბარი 21-ე საუკუნის ყველაზე გავრცელებული და მძიმე დაავადების წინააღმდეგ გაწეული სამუშაოს შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე იყო.
ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს.
"2015 წლიდან ჩვენ დანერგილი გვაქვს ე.წ კიბოს რეგისტრი, რომელიც იძლევა ზუსტ მონაცემებს ახალი შემთხვევებისა, რაც მიდევნების საშუალებას იძლევა და შემდგომ უკვე 5 წლის თავზე უნდა დავთვალოთ ე.წ. გადარჩენის მაჩვენებლები," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.