რუსეთის მხარდაჭერით სირიის სამთავრობო ძალებმა ილდიბის პროვინციაში 600 კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია დაიკავეს.
ასადის სამხედრო ძალებმა კონტროლი ათობით ქალაქსა და სოფელზე მოიპოვეს. ალეპოსა და იდლიბში ავიაიერიშებს 18-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები შეიყვანა თურქეთმა. ბოლო დღეებში იდლიბის ტერიტორიაზე ოფიციალურმა ანკარამ მძიმე ტექნიკა და 5 ათასი ჯარისკაცი განათავსა.
ერდოღანი აცხადებს, რომ სირიელ ლტოლვილებს ვეღარ მიიღებს და ასადის რეჟიმს უკან დახევისკენ მოუწოდებს.
იდლიბის პროვინცია სირიაში ერთადერთი ტერიტორიაა, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ.