18 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
ლუგარის ლაბორატორიის დასკვნა ცნობილია - 19 წლის ბიჭს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინფექციურ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ 19 წლის ბიჭს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. პაციენტი სახლში დღესვე გაეწერება.

მას სპეციფიკური ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში ჩაუტარდა. ბიჭის მდგომარეობა, რომელიც მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა, ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

"კლინიკაში ერთი პაციენტი ახალგაზრდა ქართველი ბიჭი რჩებოდა, მას ყველანაირი გამოკვლევა ჩავუტარეთ და დადგინდა, რომ არანაირი პნევმონია არ აქვს. ასევე, მას ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე სპეციფიკური ტესტიც გაუკეთეს, პასუხი კი უარყოფითი აღმოჩნდა," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ პაციენტი ჩინეთში მწვავე რესპირაციული ინფექციით გახდა ავად და თბილისში, გადამოწმების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებას მიმართა.

დღის ამბები