მიუნხენის 56-ე კონფერენცია გრძელდება. ქართული დელეგაცია ამჯერად უკვე პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გარეშე აგრძელებს ვიზიტს. შეხვედრები გიორგი გახარიამ გუშინ დაასრულა, დღეს კი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ერთობლივი და დამოუკიდებელი დღის წესრიგის აქვთ.
დავით ზალკალიანი დღეს ევროკომისიის თავმჯდომარის კაბინეტის წევრებს შეხვდება. ასევე, ჩანიშნულია რამდენიმე კოლეგასთან მოლაპარაკებები. მინისტრი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში უკვე შეხვდა ჩეხ კოლეგას. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგს. მინისტრმა, ჩეხეთს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩეხი მონიტორების აქტიური მონაწილეობისათვის, შეშფოთება გამოითქვა ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებული პროცესების, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გახშირებული ფაქტების გამო, აღინიშნა ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.