საბურთალოს დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება, კომპანიაში წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზად ქსელის დაზიანება სახელდება.
"გუშინ, ღამით, დიდ დიღომში, კვირაცხოვლის ქუჩის მე-2 შესახვევთან კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. GWP-ის ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში რთულ ტექნიკურ აღდგენით სამუშაოებს ატარებდნენ.
სამუშაოები დასრულების ეტაპზეა - აღდგენილი ქსელი გაირეცხება, ლაბორატორიულად შემოწმდება და წყლით შეივსება. წყალმომარაგება საღამოს 18.00სთ-ზე აღდგება,"- ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადბაში.
სამუშაოების მიმდინარეობის დროს წყალმომარაგება შეზღუდული ექნება
ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს და კვარტლებს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, შანხაის, ნუცუბიძის ქუჩას და კვარტლებს, ასათიანის, პოლიტკოვსკაიას და მიმდებარე ქუჩებს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.