18 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
7 ნეკნის დაზიანება და ფილტვების დაჟეჟილობა - რიკოთზე დაშავებული მუშა ქუთაისის საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს

უბისაში ავტომაგისტრალის მშენებელი კომპანიის საამქროს სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული ვალერი ბაცნაძე მკურნალობას კვლავ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აგრძელებს.

როგორც მკურნალმა ექიმმა განაცხადა, მას პოლიტრავმის რეჟიმში გამოკვლევა ჩაუტარდა. 64 წლის მამაკაცს მარჯვნივ 5 ნეკნის, მარცხნივ 2 ნეკნის დაზიანება და ფილტვების დაჟეჟილობა აქვს. დაშავებული იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ მოინახულა.

უბისაში მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. პროფკავშირების ინფორმაციით, ადგილზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომების დარღვევის ფაქტების გამო კომპანიასთან  სასამართლო დავაში შედიან.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები