თამარაშვილის ქუჩაზე X6-ის მარკის ავტომობილი ამოტრიალდა. შსს-ს ინფორმაციით, მგზავრებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
"კურიერის" ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რაც ავარიის მიზეზი გახდა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.