18 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
მესამე სექტორის ნაწილი ირაკლი შოთაძის გუშინდელ საკომიტეტო მოსმენას უარყოფითად აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის გუშინდელ საკომიტეტო მოსმენას უარყოფითად აფასებს.

მათი თქმით, პროკურორობის კანდიდატმა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ის ვერ უზრუნველყოფს უწყების დამოუკიდებელ მმართველობას, რაც რისკის ქვეშ დააყენებს საქმეების ობიექტურ გამოძიებას.

"ჩვენ ვერ მოვისმინეთ პასუხები, მათ შორის ვერ მოვისმინეთ პასუხი, თუ რა სტატუსით იმყოფებოდა ეს ადამიანი კონკრეტულ ბიზნეს გარჩევაში. ვერ მოვისმინეთ პასუხი ძალიან ბევრ გახმაურებულ საქმეზე რა ხედვა აქვს ირაკლი შოთაძეს და ვერ მოვისმინეთ კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გარდაქმნას მან პროკურატურა რეალურად დამოუკიდებელ და ნეიტრალურ ორგანოდ," - აღნიშნა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტმა გურამ იმნაძემ.

მესამე სექტორის ნაწილი კი, ყოფილი გენერალური პროკურორის საქმიანობას დადებითად აფასებს.

"პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო, მას აქვს საკუთარი ბიუჯეტი და ანგარიშვალდებული არის სწორედ პარლამენტის წინაშე და არა აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე. პროკურორი, რომელსაც აირჩევენ 6 წლის ვადით ნდობით უნდა სარგებლობდეს ხელისუფების მხრიდან. როგორ შეიძლება ამ ხელისუფლებამ ოპოზიციის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

დღის ამბები