18 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
საფრანგეთის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის წესების პატივისცემისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის წესების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

დიეგო კოლასი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც სასაზღვრო კონტროლის პროცედურებს გაეცნო.

დიეგო კოლასის განცხადებით, კვლავ პრობლემაა ის, რომ მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის წესებს არღვევენ და სხვა ქვეყანაში შესვლას არასრულყოფილი დოკუმენტაციით ცდილობენ.

"უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს უპირობო მიმოსვლას. ევროპაში გასამგზავრებლად ადამიანებს საარსებო საშუალებები სჭირდებათ. ეს არის მიზეზი, თუ რატომ აბრუნებენ ადამიანებს უკან, რადგან მათ არ აქვთ დარჩენისა და უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება. გასულ წელს 11 თვის მონაცემებით, საქართველოში  1300 ადამიანი დააბრუნეს და ყოველი მათგანი საფრანგეთში საჭირო პირობების დაცვის გარეშე გაემგზავრა. მნიშვნელოვანია შესაბამისი სასაზღვრო კონტროლის ქონა," - განაცხადა დიეგო კოლასმა.

საფრანგეთის ელჩმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. დიეგო კოლასი მხარს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგს უჭერს და იმედს გამოთქვამს, რომ 2020 წლის არჩევნები ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

"არ მინდა საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე კომენტარი გავაკეთო, თუმცა პირველ რიგში ჩვენ მხარს ვუჭერთ მომავალი არჩევნების უმაღლესი ევროპული სტანდარტებით ჩატარებას. იმედი გვაქვს, ეს მოლაპარაკებები წარმატებული იქნება და არჩევნების შესაძლო საუკეთესო ვარიანტით ჩატარება შესაძლებელი გახდება. მომავალი არჩევნებისთვის მხარს ვუჭერთ ძლიერ ევროპულ სტანდარტებს. პოლიტიკურ ძალებს შორის შეძლებისდაგვარად ურთიერთგაგება, კარგია. მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებების წარმატებით ჩატარებას და იმას, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ითანამშრომლოს, რათა მომავალი არჩევნების საუკეთესოდ ჩატარება იყოს უზრუნველყოფილი," - აღნიშნა დიეგო კოლასმა.

 

დღის ამბები