18 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დღეს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებს შეხვდებიან

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დღეს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ჟურნალისტების თქმით "საია" ტელევიზიაში განვითარებული პროცესებით თავად დაინტერესდა, დღვანდელი შეხვედრაზე დაანონსებულ გაფიცვასთან დაკავშირებითაც გაივლიან კონსულტაციას.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გარდა აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლები შეხვედრების გამართვას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც გეგმავენ.

მათი თქმით, აპირებენ მიმართონ როგორც დიპლომატიურ კორპუსს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსაც.

"შევხვდებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს, ჩვენ მათთან გვექნება საუბარი იმ საფრთხეებზე, რომელიც არსებობს მაუწყებელში.

რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმას, ეს არის გუნდის გადასაწყვეტი საკითხი, რომელიც მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე ემუქრება," - განაცხადა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტმა თეონა ხარაბაძემ.

დღის ამბები