ჩინეთმა ახალი კორონავირუსის კვლევა და სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ამავე კვლევით, ინფიცირებულთა 80 პროცენტის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ვირუსი ფატალური საფრთხეს მოხუცებსა და სხვა დაავადების მქონე პირებს უქმნის.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი კი კორონავირუსის პანდემიის რისკზე საუბრობს და ამბობს, რომ კოვიდ-19 შესაძლოა ჩინეთიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდეს.
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი კი 1 870-მდე გაიზარდა. მათ შორისაა უხანის ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფოს დირექტორი. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 72 ათასზე მეტი პირი. 12 ათასზე მეტი პაციენტი კი უკვე განიკურნა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის განცხადებით, ყოველი 5 ინფიცირებულიდან 4 გამოჯანმრთელებას ახერხებს. იაპონიაში გაჩერებული საკრუიზო გემიდან მოქალაქეების ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღო დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და კანადამ.
პნევმონიის გამომწვევი ვირუსი ჩინეთის გარდა, კიდევ 27 ქვეყანაში ფიქსირდება. კორონავირუსი ჩინეთის ეკონომიკასა და საერთაშორისო კომპანიებზეც აისახა.