მოძრაობა "გაბედემ" ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მის ბიზნესცენტრთან მიულოცა. აქტივისტებმა ადგილზე ვარდისფერი შეფუთვით, ყუთი მიიტანეს, რომელშიც მთავარი საჩუქარი, ჩარჩოში ჩასმული სურათი წარწერით -"სინდისი" იყო მოთავსებული.
აქტივისტებს სამართალდამცავებმა საჩუქრის სავალ ნაწილზე დატოვების საშუალება არ მისცეს.
"დღეს, ფაქტობრივად პარლამენტმა საჩუქარი გაუკეთა ბიძინა ივანიშვილს და აჩუქა მას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე. ამ ყუთში დევს ისეთი რაღაც, რაც მას არ გააჩნია. ივანიშვილს არ გააჩნია სინდისი," - განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.