ორბელიანზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით აქცია გამართა "ნაციონალურმა მოძრაობამ."
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს არის უკანონო მშენებლობა ისტორიულ ნაწილში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. მათივე ინფორმაციით, შენობა ბანკი ”ქართუს” შვილობილი კომპანიას ეკუთვნის.
"სისხლის სამართლის დანაშაულია, როცა ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, ისტორიულ ნაწილში მიმდინარეობს მშენებლობა. მოვუწოდებ დედაქალაქის მერიას, კანონის შესაბამისად იმოქმედონ. თუ ამას არ გააკეთებენ და გააგრძელებენ ასე თვალის მინაბვას და დახუჭვას, აუცილებლად მოვა ის დრო, რომ კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობა დადგება, მათ შორის კახი კალაძის,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ადგილზე მივიდნენ მუნიციპალური ინსპექციიდან და განაცხადეს, რომ მშენებლობის ნებართვის მიცემას დრო სჭირდება.